ჰამი აქსოი: Die Welt-ში გამოქვეყნებულ ინფორმაცია უსაფძვლოა

ჰამი აქსოი: Die Welt-ში გამოქვეყნებულ ინფორმაცია უსაფძვლოა

1484167
ჰამი აქსოი: Die Welt-ში გამოქვეყნებულ ინფორმაცია უსაფძვლოა

თურქეთმა განაცხადა, რომ გერმანიის პრესაში აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხზე ანკარის ხელისუფლების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციები უსაფუძვლოა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰამი აქსოიმ, წერილობით უპასუხა კითხვებს გერმანულ გაზეთ Die Welt-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან და მასზე დაყრდნობით საბერძნეთის მთავრობის პრესსპიკერის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

აქსოის თქმით, გაზეთის მიერ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხზე თურქეთის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მთლიანად ფანტაზიის ნაყოფია და აღნიშნა:

”საბერძნეთის ხელისუფლების პრესსპიკერის ამ ფანტაზიის ნაყოფ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩვენი ქვეყენის დადანაშაულება, ამ ქვეყნის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში რეალობას მოწყვეტილი საერთაშორისო წესებისა და კანონებისთვის შეუფერებელი, პროვოკაციული პოლიტიკიის ახალი გამოძახილია. საბერძნეთის ორგანოებმა უსაფუძვლო ინფორმაციებით დაკავების მაგიერ, სჯობს რეგინში დაძაბულობის გაზრდის ნაბიჯების გადადგმა შეწყიტონ.“

გაზეთმა Die Welt– მა გაავრცელა უსაფუძვლო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბრძანა ბერძნული გემებისთვის ცეცხლის გახსნა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში.



მსგავსი ინფორმაციები