თურქეთი: "აშშ-ს მიერ სკბმ-სთვის იარაღის ემბარგოს მოხსნა არ შეეფერება მოკავშირეობის სულისკვეთებას"

თურქეთი: "აშშ-ს მიერ სკბმ-სთვის იარაღის ემბარგოს მოხსნა არ შეეფერება მოკავშირეობის სულისკვეთებას"

1483245
თურქეთი: "აშშ-ს მიერ სკბმ-სთვის იარაღის ემბარგოს მოხსნა არ შეეფერება მოკავშირეობის სულისკვეთებას"

თურქეთმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იარაღის ემბარგოს მოხსნა სამხრეთ კვიპროსის ბერძნული მმართველობისთვის (GKRY) არ შეეფერება მოკავშირეობის სულისკვეთებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში, ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ-ს გადაწყვეტილება კვიპროსის ბერძნული მმართველობისათვის იარაღის ემბარგოს მოხსნის შესახებ, კუნძულზე ორ ხალხს (თურქებსა და ბერძნებს) შორის თანასწორობისა და ბალანსის მოშლაა.

აქვე აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება კვიპროსის საკითხის მოგვარების მცდელობებზე.

”იმ დროს, როდესაც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დაძაბულობის შემცირების მცდელობები ხორციელდება, აშშ-ს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას მოწამლავს, შეუთავსებელია მოკავშირეობის სულისკვეთებასთან... ველით, რომ აშშ გადაწყვეტილებას გადახედავს და მხარს დაუჭერს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისკენ მიმართული მცდელობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქეთი, როგორც გარანტი ქვეყანა, იურიდიული და ისტორიული ვალდებულების შესაბამისად კვიპროსელი თურქების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საპასუხო ნაბიჯებს მტკიცედ გადადგამს.“ -ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხრეთ კვიპროსის ბერძნული მმართველობისთვის იარაღის ემბარგო 1987 წლიდან აქვს დაწესებული.


საკვანძო სიტყვები: #იარაღის ემბარგო , #აშშ , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები