ჩავუშოღლუმ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართა ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ მაასთან

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუდ ჩავუშოღლუმ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართა ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ მაასთან

1479341
ჩავუშოღლუმ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართა ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ მაასთან

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა: "ჩვენ არ ვართ ის, ვინც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დაძაბულობას ზრდის. ეს არის საბერძნეთი, ეს არის ბერძნული ნაწილი."

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუდ ჩავუშოღლუმ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართა ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ მაასთან.

ჩავუშოღლუმ, აქ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: ”(საბერძნეთს) უარი თქვით ამ გათამამებულობაზე. ზოგიერთი ქვეყნის წაქეზებით ნუ აყენებთ საფრთხეში საკუთარ თავს... თუ არასწორ ნაბიჯებს გადადგამთ, ამჯერად არ გვექნება შემთხვევითი მოქმედება, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საჭირო იქნება... საბერძნეთმა არ დაუჯეროს იმ ქვეყნებს, ვისაც მისი მიგდება უნდა თურქეთის საზღვაო ძალებისთვის. მეზობლები ვართ. ჩვენ ვიცით სამართლიანად განაწილება.“

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა კი განაცხადა: ”(აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში) ვითარების ესკალაცია არც ევროკავშირის, არც თურქეთის და არც საბერძნეთისთვის არის სასარგებლო... ჩვენ განვიხილეთ საშიში ვითარება (აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვში). ეს ეხება არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ ნატო-საც. სიტუაცია უაღრესად სარისკოა... ეს მოგვარდება დიპლომატიის გზით. აქ არის დიალოგის განზრახვა, ევროკავშირის შიგნით პოლიტიკური პირობები უნდა მომზადდეს.“



მსგავსი ინფორმაციები