ომერ ჩელიქმა „ლურჯი სამშობლოს“ შესახებ განცხადება გააკეთა
ომერ ჩელიქმა „ლურჯი სამშობლოს“ შესახებ განცხადება გააკეთა
სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) პრესსპიკერმა, ომერ ჩელიქმა გუშინ გამართული პარტიის ცენტრალური გადაწყვეტილების და აღმასრულებელი საბჭოს სხომიდ შემდეგ „ლურჯი სამშობლოს“ შესახებ განცხადება გააკეთა. შეგახსენებთ, რომ თურქეთისთვის „ლურჯი სამშობლო“ ეგეოსის, შავ და ხმელთაშუა ზღვებში დომინირების დოქტრინას ნიშნავს.
ომერ ჩელიქმა განაცხადა: „სხდომაზე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მიმდინარე მოვლენები დეტალურად იქნა განხილული. საბოლოოდ ჩვენი დასკვნა ის გახლავთ, რომ სამხრეთ კვიპროსის ბერძნულ მხარესა და საფრანგეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, არალეგალური გარიგებაა. სამხრეთ კვიპროსის ბერძნულ მხარეს, მსგავსი შეთანხმების გაფორმების უფლება არ გააჩნია. საფრანგეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში პროვოკაციული ნაბიჯების გადასადგმელად იმყოფება. ისინი დიდ შეცდომაში არიან იმის გამო, რომ მათი აზრით თურქეთი ამ რეგიონში საბერძნეთთან და კვიპროსის ბერძნულ მხარესთან შეუთანხმებლად ვერანაირ ღონისძიებას ვერ განახორციელებს. თუ თქვენ ამ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა გსურთ, მაშინ მაგიდასთან რეგიონის ყველაზე სანდო პარტნიორ, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკასთან და თურქეთთან ერთად უნდა დაჯდეთ. ნურავის დაავიწყდება, რომ ჩვენ, „ლურჯი სამშობლოს“ ერთ წვეთ წყალს არავის დავუთმობთ“.
მსგავსი ინფორმაციები
6 ოქტომბერს, თურქეთის მასშტაბით პალესტინის მხარდამჭერი მარშები გაიმართება
6 ოქტომბერს, თურქეთის მასშტაბით პალესტინის მხარდამჭერი მარშები გაიმართება