ჩავოშოღლუ-პომპეოს შორის შეხვედრა გაიმართა

ჩავოშოღლუ-პომპეოს შორის შეხვედრა გაიმართა

1474034
ჩავოშოღლუ-პომპეოს შორის შეხვედრა გაიმართა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, აშშ-ის ყოფილი  ვიცე-პრეზიდენტის  და პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა და აღნიშნა: „ჩვენ რადიკალურად უარყოფენ ასეთ მიდგომას. ასეთი მიდგომა,  ის ვინც თურქ ხალხს არ იცნობს, იმის მხრიდან გაკეთებული უვიცი განცხადებაა“.

მევლუთ ჩავუშღლუმ ოფიციალური ვიზიტით ჩასულ, დომინიკელთა რესპუბლიკაში, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ, ლუის აბინადერის ინაუგურაციას დაესწრო,  თავის ამერიკელ კოლეგა მაიკ პომპეოს შეხვდა. შეხვედრასთან დაკავშირებით თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ დღის წესრიგში არსებულ საკითხებთან ერთად ლიბიაში მიმდინარე მოვლენებიც განიხილეს. მისივე თქმით, მაიკ პომპეოს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მიმდინარე მოვლენები და თურქეთის ამ საკითხთან დაკავშირებით მიდგომა, რუქაზე აუხსნა. ჩავუშოღლუმ ისიც დასძინა, რომ თურქეთი საკუთარ კონტინენტურ შელფში საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში აწარმოებს შესაბამის სამუშაოებს რა, ამ თვალსაზრისით მართალია.

„საბერძნეთი გამუდმებით ეწევა შავ პიარს. იგი აცხადებს, რომ თურქეთი საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით ეწევა ამ საქმეებს. სინამდვილეში კი, ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაოები, ყველა საერთაშორის კანონმდებლობის ფარგლებში ხორციელდება. რაც შეეხება, ჯო ბაიდენის თურქეთის შესახებ გაკეთებული სკანდალური განცხადებები, ეს იმაზე მიუთითებს, რომ იგი, თურქ ხალხს კარგად არ იცნობს. თურქეთი, ძველი თურქეთი აღარ არის“, განაცხადა ჩავუშოღლუმ.



მსგავსი ინფორმაციები