თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 21 ადამიანი გარდაიცვალა

1256 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

1473551
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 21 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 5955-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 67 214  ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1256  შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 21 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 248  117-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  229 972 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 992 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები