თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროების და  ისრაელის  შეთანხმებას აკრიტიკებს

თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროების და  ისრაელის  შეთანხმებას აკრიტიკებს

1472821
თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროების და  ისრაელის  შეთანხმებას აკრიტიკებს

თურქეთმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების და  ისრაელის, ე.წ. ურთიერთობის ნორმალიზების  შეთანხმება გააკრიტიკა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობების ნორმალიზების საკითხში შეთანხმდნენ, რაც პალესტინის ხალხის და მთავრობის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ჩვენ ამ შეთანხმებას არ ვუჭერთ მხარს.  ამერიკის მხრიდან ფარულად შემუშავებული გეგმის ნაწილად ქცეული, არაბთა გაერთიანებული საემიროები, პალესტინის ინტერესებს სრულად უგულებელყოფს. არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, პალესტინის სახელით მოლაპარაკებების წარმოების და გარკვეულ დათმობებზე წასვლის უფლება  არ აქვს. ისტორია, მათ ამ ფარისევლურ საქციელს არასოდეს დაივიწყებს“.

შეგახსენებთ, რომ  ისრაელ-არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის გაფორმებული შეთანხმება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური, კულტურული, სავაჭრო, ურთიერთობების დამყარებას გულისხმობს. ასევე შეთანხმება, ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის, უსაფრთხოების და სხვა მრავალ სფეროში თანამშრომლობასაც მოიცავს.  სანაცვლოდ კი ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს  ნაწილის ანექსიის გეგმას აჩერებს.



მსგავსი ინფორმაციები