პრეზიდენტმა ერდოღანმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1472238
პრეზიდენტმა ერდოღანმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასთან მიმართებაში ნურავინ ცდილობს საკუთარი თავის გიგანტურ სარკეში დანახვას და ამის მიხედვით შოუს დადგმას. პრეზიდენტმა ამის შესახებ ანკარაში, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) პროვინციების გაფართოებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, იგი დღეს საღამოს საკითხთან დაკავშირებით,  გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და ევროსაბჭოს პრეზიდენტ  შარლ მიშელთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ, ჩვენი მოძმე ლიბიის გვერდით ვართ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. ჩვენი ქვეყანა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თავის უფლებებს და ინტერესებს არავის დაუთმობს. ზოგ-ზოგიერთების კამერების წინ შოუ, ჩვენ უკან ვერასოდეს დაგვათხევინებს.  ხმელთაშუა ზღვაში სიტუაციის დაძაბვას თურქეთი არ ცდილობს. თურქეთის და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის უგულებელყოფის მცდელობა, ბერძნული მხარის მიდგომაა. ჩვენ არავის უფლებებზე არ გვიჭირავს თვალი. მაგრამ, არც არავის მივცემთ ჩვენი უფლებების მიტაცების შესაძლებლობას“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები