ოპერაცია  „ვეფხვის კლანჭის“  რეგიონში კიდევ  ერთი დაცვის თანამშრომელი დაიღუპა

ოპერაცია  „ვეფხვის კლანჭის“  რეგიონში კიდევ  ერთი დაცვის თანამშრომელი დაიღუპა

1472037
ოპერაცია  „ვეფხვის კლანჭის“  რეგიონში კიდევ  ერთი დაცვის თანამშრომელი დაიღუპა

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაცია სახელწოდებით „ვეფხვის კლანჭის“  ფარგლებში ტერორისტებთან მომხდარი შეტაკების დროს  დაჭრილი, კიდევ ერთი დაცვის თანამშრომელი  ყველა მცდელობის მიუხედავად მაინც დაიღუპა. იგი 5 აგვისტოდან მოყოლებული მკურნალობას გადიოდა.  აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას,  ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ერაყის  ჩრდილოეთ ნაწილში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია სახელწოდებით „ვეფხვის კლანჭი“, მიმდინარე წლის  28 მაისს დაიწყო.

მეორეს მხრივ ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ანტიტერორისტული ოპერაციები  როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ უწყვეტლივ გრძელდება. ამავე ინფორმაციით, სირიაში ოპერაცია „ევფრატის ფარის“ რეგიონში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, PKK/YPG-ს 20 წევრი განეიტრალებულ იქნა, ხოლო ქვეყნის შიგნით, ჰაქქარის ოლქში კიდევ 3 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.



მსგავსი ინფორმაციები