ფუათ ოქტაიმ „ლურჯი სამშობლოს“ შესახებ მესიჯი გაავრცელა

ფუათ ოქტაიმ „ლურჯი სამშობლოს“ შესახებ მესიჯი გაავრცელა

1471394
ფუათ ოქტაიმ „ლურჯი სამშობლოს“ შესახებ მესიჯი გაავრცელა

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქტაიმ განაცხადა, რომ „ლურჯი სამშობლოს“ ერთ გოჯ მიწასაც კი არ დათმობენ რა, ეს მათი სუვერენული უფლებაა. შეგახსენებთ, რომ თურქეთისთვის „ლურჯი სამშობლო“  ეგეოსის, შავ და ხმელთაშუა ზღვებში  დომინირების დოქტრინას ნიშნავს. ფუათ ოქტაიმ საბერძნეთსა და ეგვიპტეს შორის გაფორმებული „საზღვაო ტერიტორიების უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ ურთიერთგაგების“ მემორანდუმის  და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით  სოციალურ ქსელში ამ შინაარსის განცხადება გაავრცელა: „ჩვენი ხომალდები, ე.წ. შეთანხმებას უგულებელყოფენ და ხმელთაშუა ზღვაში წინსვლას საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში აგრძელებენ. მივესალმებით იმ ციხესიმაგრეებს (ხომალდები) რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში მტკიცედ მიიწევენ წინ.“ #ლურჯისამშობლო



მსგავსი ინფორმაციები