თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 14 ადამიანი გარდაიცვალა

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  224  970  პაციენტი   გამოჯანმრთელდა

1470496
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 14 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 5858-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 62 219 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1193  შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 14 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 241  997-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  224 970  პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1211 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები