თურქეთის მკაცრი პასუხი საბერძნეთს

თურქეთს, ხმელთაშუა ზღვაში, მის წინააღმდეგ ჩამოყალიბებული  მტრული განწყობის ალიანსის დამარცხების ძალა შესწევს.

1470749
თურქეთის მკაცრი პასუხი საბერძნეთს

თურქეთს, ხმელთაშუა ზღვაში, მის წინააღმდეგ ჩამოყალიბებული  მტრული განწყობის ალიანსის დამარცხების ძალა შესწევს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, თურქული სეისმური გემის   სახელწოდებით, „MTA Oruç Reis“-ის შესახებ გავრცელებულ განცხადებას წერილობით უპასუხა, რომელშიც ნათქვამია: „„MTA Oruç Reis“-ი, რეგიონში სეისმურ კვლევებს, გაერო-ს მხრიდან 2012 წელს თურქებისთვის მიცემული კონტინენტური შელფის ლიცენზიის ფარგლებში ახორციელებს. ივლისში დაგეგმილი კვლევები, გერმანიის და ევროკავშირის თხოვნის საფუძველზე, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ბრძანებით დროებით შეჩერებულ იქნა, რომელიც მხარეებს შორის დიალოგის დაწყებას ისახავდა მიზნად. საბერძნეთისგან კი ჩვენ ეს კეთილი ნება ვერ დავინახეთ, რაც გასულ კვირას კაირო-ათენს შორის გაფორმებული მემორანდუმითაც დამტკიცდა. სწორედ ამის შემდეგ თურქეთ-ლიბიას შორის გაფორმებული „საზღვაო ტერიტორიების უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმით“ ჩვენმა სეისმურმა გემმა დაგეგმილი კვლევების ჩატარება განაახლა. რეგიონში სიტუაციის დაძაბვას სწორედ რომ საბერძნეთი იწვევს. საუკუნეების მანძილზე თურქული მმართველობის ქვეშ მყოფ ხმელთაშუაზღვისპირეთში ჩვენს გარიყვას ვერავინ შესძლებს. თურქეთს, რეგიონში და ნებისმიერ წერტილში მის წინააღმდეგ ჩამოყალიბებული ნებისმიერი სახის მტრული ალიანსის განადგურების შესაძლებლობა გააჩნია“.



მსგავსი ინფორმაციები