ერდოღანი: „მოდით ყველა ქვეყნები გავერთიანდეთ და ხმელთაშუა ზღვის კრიზისი ერთად მოვაგვაროთ“

ერდოღანი: „მოდით ყველა ქვეყნები გავერთიანდეთ და ხმელთაშუა ზღვის კრიზისი ერთად მოვაგვაროთ“

1470648
ერდოღანი: „მოდით ყველა ქვეყნები გავერთიანდეთ და ხმელთაშუა ზღვის კრიზისი ერთად მოვაგვაროთ“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, გუშინდელი  მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ პრესკონფერენციის დროს, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით ისტორიული მოწოდება გააკეთა. პრეზიდენტმა ერდოღანმა მსოფლიო ქვეყნებს მოუწოდა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში არსებული ბუნებრივი სიმდიდრეების სამართლიანი გადანაწილებისათვის დიალოგი გამართონ რა, ანკარა ამისათვის მზად არის. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნა, რომ თურქეთს არავის ტერიტორიებზე თვალი არ უჭირავს და არც არავის მიცემენ იმის უფლებას, რომ მათი უფლებები და ინტერესები დაარღვიოს. პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ საკითხის მოგვარების თვალსაზრისით დიპლომატიისა და საღი აზრის გათვალისწინებით ყოველთვის მზად არიან მოლაპარაკებებისათვის და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთვის.



მსგავსი ინფორმაციები