თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 19 ადამიანი გარდაიცვალა

1015 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1467709
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 19 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 5784-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 53 842  ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1178 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 19 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 236 112-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  219 506  პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1015 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები