ლე ფიგარო: „თურქეთ-ლიბიას შორის გაფორმებული მემორანდუმი, სევრის ხელშეკრულების გაუქმებას ნიშნავს“

ლე ფიგარო: „თურქეთ-ლიბიას შორის გაფორმებული მემორანდუმი, სევრის ხელშეკრულების გაუქმებას ნიშნავს“

1467307
ლე ფიგარო: „თურქეთ-ლიბიას შორის გაფორმებული მემორანდუმი, სევრის ხელშეკრულების გაუქმებას ნიშნავს“

ფრანგული გამოცემა ლე ფიგარო, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ლიბიის მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ეს  ნაბიჯი, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ოსმალეთის იმპერიასთან გაფორმებული სევრის ხელშეკრულების გაუქმებას ნიშნავს. გამომცემლობა ერდოღანს სტამბოლის ამღებ, ჰათიჰ სულთან მეჰმედს ადრის და აღნიშნავს, რომ ერდოღანი, ფათიჰ სულთან მეჰმედის მსგავსად თურქეთისათვის იმპერიის ძალაუფლების დაბრუნებას ცდილობს. ლე ფიგარო იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ლიბიის პრემიერ-მინისტრ   ფაიეზ ალ სარაჯის  შორის „უსაფრთხოების და სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების“ და „საზღვაო ტერიტორიების უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმით“, ხმელთაშუა ზღვაში რუქები ხელმეორედ იქნა შედგენილი. ამის მიზეზი  კი ალ სარაჯის,  დასავლეთის მოკავშირეებისგან მარტოდ დატოვება გახლავთ. ფრანგული გამოცემა ხმელთაშუა ზღვაში ბუნებრივი სიმდიდრეების დაუფლების მიზნით ანკარა-ათენს შორის დაძაბულობაზეც ამახვილებს ყურადღებას და დასძენს, რომ ხმელთაშუა ზღვაში ბუნებრივი სიმდიდრეებისათვის ბრძოლა ახლა იწყება.



მსგავსი ინფორმაციები