ერდოღანმა ყურბან-ბაირამობა მიულოცა ჯარისკაცებს

“მშვიდ და მყუდრო ცხოვრებას თქვენ გვინარჩუნებთ“

1464979
ერდოღანმა ყურბან-ბაირამობა მიულოცა ჯარისკაცებს

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, შირნაკის ოლქის ჯუდის მთაზე მდებარე ნუჰ ფეიღემბერის/ნოე მოციქულის სახელობის სამხედრო ბაზაზე მომსახურე ჯარისკაცებს, ყურბან ბაირამობის დღესასწაული მიულოცა. ხსენებული ნაწილის ჯარისკაცებს დღეს დილით ადრე ჯერ სიურპრიზული ვიზიტით ეწვია შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ, რომელმაც პირადად მიულოცა სამხედროებს ყურბან-ბაირამობა, ხოლო შემდეგ მობილურით დაუკავშირდა პრეზიდენტს და მანაც მიულოცათ ეს ბაირამი.  "გილოცავთ ყურბან ბაირამობას, ალლაჰმა მოგვცეს ერთიანობა, მშვიდობა და სტაბილურობა. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება ყველა ჯარისკაცის,  მეთაურის და საერთოდ ყველა ძალოვანის მიმართ, რომლებიც  ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოების დაცვით, მშვიდ და მყუდრო ცხოვრებას გვინარჩუნებთ“, განახადა ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები