მინისტრი აქარი ჩრდილოეთ კვიპროსის შეიარაღებული ძალების დღის მიღებაზე სიტყვით გამოვიდა

მინისტრი აქარი ჩრდილოეთ კვიპროსის შეიარაღებული ძალების დღის მიღებაზე სიტყვით გამოვიდა

1464326
მინისტრი აქარი ჩრდილოეთ კვიპროსის შეიარაღებული ძალების დღის მიღებაზე სიტყვით გამოვიდა

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა: "აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ლიცენზირებულ ტერიტორიებში, თურქეთის საზღვაო იურისდიქციის ადგილებში კვლევის ჩატარება, მისით სარგებლობისთვის მუშაობა, ჩვენი უფლებაა.“

მინისტრი აქარი სიტყვით გამოვიდა ჩრდილოეთ კვიპროსის შეიარაღებული ძალების დღის მიღებაზე.

”კვიპროსის თემა ჩვენი ეროვნული საკიტხია” - თქვა აქარმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზღვაო იურისდიქციების ტერიტორიების განსაზღვრა, თანაბარი სუვერენული უფლებების დაცვა და რესურსების სამართლიანად განაწილება.

"ნურავინ შეეცდება ამ საკითხში ჩვენზე რაიმე გავლენა მოახდინოს, ან რაიმე ფორმით ხელი შეგვიშალოს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მტკიცე გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული. ჩვენ მათაც შევასრულებთ. ყველაფერი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, კეთდება სამართლის, საერთაშორისო და საზღვაო კანონის შესაბამისად.".

მინისტრი აქარის თქმით, მათ მოპასუხე მხარეს აცნობეს, რომ ბერძნულ მხარესთან ნდობის აღდგენის ზომების ფარგლებში ჩატარებული სამუშაოებისთვის მე-4 შეხვედრის დედაქალაქ ანკარაში გასამართად მზად არიან.



მსგავსი ინფორმაციები