თურქეთი ლიბანელ პოლიტიკოსების ბრალდებებს პასუხობს

თურქეთი ლიბანელ პოლიტიკოსების ბრალდებებს პასუხობს

1463908
თურქეთი ლიბანელ პოლიტიკოსების ბრალდებებს პასუხობს

თურქეთი, ლიბანის ერთიანობას და  სტაბილურობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. აღნიშნული განცხადება, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ მას შემდეგ გააკეთა, რა დროსაც ზოგიერთმა ლიბანელმა პოლიტიკოსებმა თურქეთის შესახებ სხვადასხვა საბრალდებო განცხადებები გააკეთეს.

„ზოგიერთი ლიბანელი პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ თითქოს და მათი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარე საპროტესტო აქციებს თურქეთი უჭერს მხარს, სიმართლეს არ შეესაბამება. შეუძლებელია ამ არამიზნობრივი განცხადებების სერიოზულად მიღება. პოლიტიკოსები, რომლებიც ამდაგვარ განცხადებებს აკეთებენ, მათ კარგად იციან თუ ვინ ერევა ლიბანის შიდა პოლიტიკაში. თურქეთი, ლიბანის ერთიანობას და  სტაბილურობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს“, ნათქვამია ჰამი აქსოის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  


საკვანძო სიტყვები: #ლიბანი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები