თურქეთი გააგრძელებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მხარდაჭერას

თურქეთმა განაცხადა, რომ იგი გააგრძელებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მხარდაჭერას

1462430
თურქეთი გააგრძელებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მხარდაჭერას

თურქეთმა განაცხადა, რომ იგი გააგრძელებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მხარდაჭერას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰამი აქსოიმ, უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტაზე მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხას წერილობითი პასუხი გასცა.

აქსოიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 27 ივლისს ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის დამყარების მიზნით დამატებითი ზომების მიღების თაობაზე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ბაზაზე მიღწეულ შეთანხმებას კმაყოფილებით შეხვდნენ და დაამატა, რომ ყველა მხრიდან ამ შეთანხმების შესაბამისად მოქმედებას ელიან.

”თურქეთი, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის და მინსკის შეთანხმების საფუძველზე, რეგიონში მშვიდობის მიღწევის მცდელობების მხარდაჭერას გააგრძელებს.”- ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში აღინიშნა, რომ უკრაინის კრიზისის მოგვარების მიზნით შექმნილი სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, მხარეები მინსკის შეთანხმების შესაბამისად შეტაკებების შეჩერების შესახებ შეთანხმდნენ.

ნათქვამია, რომ ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა 27 ივლისს 00.01 საათზე.

უკრაინის აღმოსავლეთში 2014 წლის შემდეგ შეტაკებები გრძელდება პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინის ხელისუფლაბას შორის.



მსგავსი ინფორმაციები