იბრაჰიმ ქალინმა ლიბიის საკითხთან მიმართებაში განცხადებები გააკეთა

იბრაჰიმ ქალინმა ლიბიის საკითხთან მიმართებაში განცხადებები გააკეთა

1459605
იბრაჰიმ ქალინმა ლიბიის საკითხთან მიმართებაში განცხადებები გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა ერთ-ერთ კერძო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ისნი რუქაზე ლიბიის პოლიტიკური და გეოგრაფიული დაყოფის წინააღმდეგი არიან. ქალინმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი, ლიბიაში, ამ ქვეყნის ოფიციალური მთავრობის მიწვევით იმყოფება და მათდამი მხარდაჭერას ყოველთვის გააგრძელებს.

„ლიბიაში, ხუნტა ხაფთარის მხარდამჭერ ქვეყნებს ჩვენ წლებია ვახსენებთ და ვეუბნებით, რომ იგი არ არის სანდო პარტნიორი. ეს კი, მის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების დარღვევითაც დამტკიცდა. ჩვენ ლიბიაში კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარების მომხრენი ვართ. ასევე ბენღაზის და ტრიპოლს შორის ტერიტორიების დანაწევრების წინააღმდეგიც ვართ.  ლიბია სუვერენული ქვეყანაა და თვითონ გადაწყვეტს თუ რომელ ქვეყანასთან რა სფეროში უნდა ითანამშრომლოს. ჩვენ ამ ქვეყანაში ოფიციალური მთავრობის მიწვევით ვიმყოფებით. რუქაზე, მისი  პოლიტიკური და გეოგრაფიული დაყოფის წინააღმდეგი ვართ. იმ შემთხვევაში თუ მსგავსი რამ მოხდება, ეს იქნება კატასტროფის სცენარი. მსგავსი მაგალითები ერაყში, სირიაში და ზოგიერთ სხვა ქვეყნებში ვიხილეთ“, განაცხადა იბრაჰიმ ქალინმა.



მსგავსი ინფორმაციები