ერდოღანი: „ბერძნულმა მხარემ, კვიპროსელი თურქების თანასწორობა უნდა უზრუნველყოს“

თურქეთი, კვიპროსში მშვიდობის და სტაბილურობის გარანტორია

1458237
ერდოღანი: „ბერძნულმა მხარემ, კვიპროსელი თურქების თანასწორობა უნდა უზრუნველყოს“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კვიპროსის სამშვიდობო ოპერაციის 46-ე წლისთავთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა, რომელშიც მან აღნიშნა, რომ კუნძულზე სამართლიანობის სრული აღდგენისათვის, ბერძნულმა მხარემ კვიპროსელი თურქების თანასწორობა უნდა უზრუნველყოს.

„კვიპროსის სამშვიდობო ოპერაცია არის ხალხის აღორძინება და ხელახალი დაბადება. ზოგ-ზოგიერთებს კი მისი ისტორიიდან წაშლა სურთ. ამ ოპერაციით თურქეთმა, მსოფლიოს ნათლად აჩვენა, რომ იმ შემთხვევაში თუ კვიპროსელი თურქების ფუნდამენტური უფლებები დაირღვევა, თურქეთს რის გაკეთება შეუძლია. კვიპროსელი თურქები თანასწორობის მოპოვებისათვის თითქმის 50 წელია იბრძვიან. თურქეთი როგორც 46 წლის წინ, დღეს და ხვალაც იდგა-დგას და იდგება კვიპროსელი თურქების გვერდით. კუნძულზე ხანგრძლივი სამართლიანობის აღსადგენად აუცილებელია, რომ ბერძნულმა მხარემ კვიპროსელი თურქების თანასწორობა  უზრუნველყოს. სწორედ ამის ფარგლებში 46 წლის წინ კვიპროსის სამშვიდობო ოპერაციის დროს დაღუპულ ჩვენ გმირ ჯარისკაცებს დიდი პატივისცემით მოვიხსენიებ და პატივს მივაგებ მათ სულებს. გილოცავთ, 20 ივლისს მშვიდობისა და თავისუფლების დღეს“, ნათქვამია, პრეზიდენტ ერდოღანის მიერ გავრცელებულ მესიჯში.



მსგავსი ინფორმაციები