აქტუალური თემის ანალიზი  29/2020

ოთხი წლის შემდეგ  15 ივლისი

1456852
აქტუალური თემის ანალიზი  29/2020

აქტუალური თემის ანალიზი  29/2020

ოთხი წლის შემდეგ  15 ივლისი

2016 წლის 15 ივლისს ხალხის მიერ არჩეული მთავრობის,  ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს მიერ გადატრიალების მცდელობიდან 4 წელი გავიდა.

თემასთან დაკავშირებით პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს   უსაფრთხოების კვლევის დირექტორი,  დოცენტ  მურათ იეშილთაშის შეფასებას გთავაზობთ...

გადატრიალების წარუმატებლობის მრავალი მიზეზი არსებობს. ამათგან ერთ-ერთი, მოსახლეობის ქუჩაში გამოსვლა და გადატრიალების მცდელობის აღკვეთაა. საბოლოოდ კი შეიძლება ითქვას, რომ ხალხმა გაიმარჯვა, ხოლო ხუნტის წევრებმა დამარცხდნენ. გადატრიალების მცდელობის წარუმატებლობის კიდევ ერთი მიზეზი, პოლიტიკური ინსტიტუტების გადატრიალებების წინააღმდეგ გამოსვლა გახლდათ.

2007 წლის 27 აპრილს, თურქეთის შეიარაღებულ ძალების მხრიდან მთავრობის მიმართ მკაცრ  პოლიტიკას, სამოქალაქო მთავრობამაც ამავე ტონით უპასუხა და აუწყა, რომ მათი ქმედებები საზღვრებს სცდებოდა. ამ დამოკიდებულებამ, სამოქალაქო მთავრობის გაძლიერებას შეუწყო ხელი, რამაც შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქოებსა და სამხედროს შორის ურთიერთობაში ერთგვარი დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმაც მოიტანა.

15 ივლისი შემდეგ თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მრავალი ცვლილებები მოხდა. საშინაო პოლიტიკაში FETÖ-ს მიმართ საგამოძიებო პროცესი წარმატებულად გაგრძელდა-გრძელდება. ეს პროცესი როგორც უსაფრთხოიების ასევე სახელმწიფო და  სხვა ყველა სტრუქტურაში თანაბარი ბალანსით წარიმართა. FETÖ-სთან კავშირში მყოფი მრავალი ადამიანი, რომლებიც სახელმწიფოს სხვადასხვა დაწესებულებებში კრიტიკულ პოზიციებზე იყვნენ, დაითხოვეს და შესაბამისი სასჯელიც მისცენ.

15 ივლისის შემდეგ უსაფრთხოების სფეროში გატარებული რეფორმებიც მართლაც და სასიცოცხლო მნიშვნელობის გახლდათ. ამ თვალსაზრისით, წინა პლანზე ჟანდარმერია, სანაპიროს დაცვის სარდლობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენშტაბი, ეროვნული თავდაცვის სამინისტრო და სხვა მრავალი უწყება მოდიოდა. ხსენებულ უწყებებში FETÖ-ს წევრები გაწმენდილ იქნენ რა, უსაფრთხოების სისტემა შეიძლება ითქვას, რომ ახლად ჩამოყალიბდა. ამ ყველაფერმა კი როგორც სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს,  ასევე სირიაში  DEAŞ-ის წინააღმდეგ განხორციელებული „ევფრატის ფარის“ ოპერაციებით მნიშვნელოვანი წარმატებები გამოიღო.

საშინაო პოლიტიკაში ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ის გახლდათ, რომ 2017 წლის 16 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმით ქვეყნის მმართველობა საპრეზიდენტო სისტემაზე გადავიდა. ამ რეფერენდუმით ქვეყანაში საპარლამენტო სისტემა დასრულდა. ამის შემდეგ ჩატარებული არჩევნებით, თურქეთის ახალმა (საპრეზიდენტო) სისტემამ სრულად დაიწყო მოქმედება.

15 ივლისის შემდეგ საგარეო პოლიტიკაში შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი გარდატეხის პერიოდი დაიწყო. 15 ივლისამდე ძლიერი არმიის მიუხედავად საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც კი სირიაში უმოქმედოდ დარჩენილმა  არმიამ, გადატრიალების მცდელობიდან ერთი თვის შემდეგ სირიაში, ტერორისტული ორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ ძალიან ეფექტური სამხედრო ოპერაცია განახორციელა. ამ ოპერაციის შემდეგ  თურქეთის პოლიტიკა სირიაშიც შეიცვალა. „ევფრატის ფარის“ ოპერაციით DEAŞ-სგან საკუთარი საზღვრის გამწმენდმა თურქეთმა, PKK-საც მდინარე ევფრატის დასავლეთ ნაწილში არსებობის უფლება შეიძლება ითქვას, რომ შეუწყვიტა კიდეც.

„ევფრატის ფარის“ ოპერაციის შემდეგ ამჯერად სამიზნე სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK გახლდათ. თურქეთმა 2018 წლის 20 იანვარს აფრინში PKK-ს წინააღმდეგ ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ დაიწყო. ამის შემდეგ კი 2019 წლის ოქტომბერში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო რითაც PKK-ს, რომელსაც სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ტერორის კორიდორის ჩამოყალიბება ჰქონდა ჩაფიქრებული, ეს გეგმა ჩაუშალა. საგარეო პოლიტიკის ფარგლებში ანკარამ, იდლიბის კრიზისის მოგვარევის მიზნით 2020 წლის მარტის თვეში ასადის რეჟიმს ამ რეგიონში დიდი მარცხი აწვნია. 15 ივლისის შემდეგ ჩატარებულმა ამ  ოპერაციებმა,   თურქეთს დიპლომატიის არენაზე გააქტიურების საშუალება მისცა.

რა თქმა უნდა ამ კონტექსტში ერთ-ერთი ეფექტური სფერო ლიბია გახლდათ. ლიბიის კრიზისი, რომელიც 2011 წელს დაიწყო, თურქეთი, მოგვარებისათვის  ყოველთვის დიპლომატიის მხარდამჭერი გახლდათ. მაგრამ, 2019 წლის 4 ივლისს თურქეთმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ  (გაერო) აღიარებული ლიბიის ეროვნული კონსენსუსის მთავრობასთან (UMH), რომლის ჩამოგდებასაც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებული არალეგიტიმური  ხალიფა ხაფთარი ცდილობდა, მემორანდუმი გააფორმა. ამ მემორანდუმით, ხაფთარს დედაქალაქ ტრიპოლის აღებაში სერიოზული დაბრკოლება შეექმნა და უკანაც კი დაახევინა.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ 15 ივლისი თურქეთისათვის მრავალმხრივ ერთგვარი გარდატეხის პერიოდი აღმოჩნდა. თურქეთმა საგარეო პოლიტიკაში უფრო ეფექტური და აქტიური როლის შესრულება დაიწყო. განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთის თვალსაზრისით.

თურქეთი, 15 ივლისიდან 4 წლის მანძილზე მრავალმხრივი გამოწვევების წინაშეც აღმოჩნდა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მოპოვებულმა ენერგიამ ამ ყველაფერის იოლად გამკლავების შესაძლებლობა მისცა, - წერს  პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს   უსაფრთხოების კვლევის დირექტორი,  დოცენტი  მურათ იეშილთაში.



მსგავსი ინფორმაციები