თურქეთში გასული  დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ის  992 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში  კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 1049 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1455062
თურქეთში გასული  დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ის  992 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 5402-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 43 231 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 992 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 20 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 214 993-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  196 720  პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1049 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #კოვიდ-19

მსგავსი ინფორმაციები