ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს მიერ გადატრიალების მცდელობიდან 4 წელი გავიდა

ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) მიერ გადატრიალების მოწყობის მცდელობიდან 4 წელი გავიდა

1455166
ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს მიერ გადატრიალების მცდელობიდან 4 წელი გავიდა
15 Temmuz 4. Yıl (26).jpg
15 Temmuz 4. Yıl (25).jpg

ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) მიერ გადატრიალების მოწყობის მცდელობიდან 4 წელი გავიდა.

ვერაგული გადატრიალების მცდელობის წლისთავი თურქეთში 4 წელია „დემოკრატიისა და ეროვნული ერთობის დღედ“ აღინიშნება.

თურქეთი, 15 ივლისის გამარჯვების მეოთხე წლისთავზე, სამშობლოსა და დროშისთავის თავდადებული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებს.

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 15 ივლისის პროგრამას პრეზიდენტის კომპლექსის წინ მდებარე 15 ივლისის მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყებს.

ერდოღანი მონაწილეობას მიიღებს თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში გასამართ 15 ივლისის ხსოვნის პროგრამში, რის შემდეგაც პრეზიდენტის კომპლექსში ამ დღეს დაღუპულების ოჯახებს უმასპინძლებს.

„15 ივლისის დემოკრატიისა და ეროვნული ერთობის დღის“ ფარგლებში წელს ქვეყნის შიგნით სამინისტროები და სახელმწიფო დაწესებულებები 1609, უნივერსიტეტები 521, არასამთავრობო ორგანიზაციები 108, მთლიანობაში 2 ათას 238 პროგრამას განახორციელებენ. საზღვარგარეთ კი 752 ღონისძიება ჩატარდება.

 



მსგავსი ინფორმაციები