ჩავუშოღლუ მალტის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ჩავუშოღლუ მალტის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

1454927
ჩავუშოღლუ მალტის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ შეხვდა მალტის საგარეო საქმეთა მინისტრს ევარისტ ბარტოლოს, რომელიც ანკარაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის აია სოფიასთან დაკავშირბეული განცხადება და აღნიშნა: ”ბორელს რომ თქვა: ‘უკეთესი იქნებოდა, რომ არ გახსნილიყო’, მე ამას პატივს ვცემდი, რომ თქვა: ‘უკეთესი იქნებოდა, რომ იგი მუზეუმად დარჩენილიყო’ ამასაც პატივს ვცემდი. ჩვენ უარვყოფთ სიტყვას „დაგმობას“. ესპანეთში არსებობს მეჩეთად აგებული და შემდეგ ეკლესიებად გადაკეთებული ძეგლები. ახლა ესპანეთს უნდა ვუთხრათ, რომ ისინი გადააკეთეთ მეჩეთად, ჩვენ გმობთ თქვენ? ეს არის ამის პასუხი. ეს თურქეთის სუვერენული უფლებებია ”.

მან ხაზი გაუსვა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მზად არიან ყველასთან დიალოგისთვის და დასძინა: „საბერძნეთის ჩათვლით. ჩვენ უკვე დავიწყეთ დიალოგი საბერძნეთთან, ჩვენი პრეზიდენტის საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიჩოტაკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ. ჩვენ ასევე არ ვეთანხმებით ცალმხრივად ზეწოლა და სანქციებს, მათ ქედს არ მოვუხრით.“

მალტას საგარეო საქმეთა მინისტრი ბარტოლო შეეხო ლიბიის საკითხს და თქვა, რომ მათ სურთ, რომ ლიბიელებმა ერთმანეთი არ მოკლან.



მსგავსი ინფორმაციები