ჩავუშოღლუმ დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ჩავუშოღლუმ დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1454166
ჩავუშოღლუმ დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT Haber-თან ინტერვიუს დროს დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.  ჩავუშოღლუმ  აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ 1453 წელს სტამბოლის აღების შემდეგ აია-სოფია თურქეთის კუთვნილებაში გადავიდა და მის შესახებ ნებისმიერ გადაწყვეტილებას თურქი ხალხი მიიღებს. მან სახელმწიფო საბჭოს ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც შეაფასა და სამართლებრივი უწოდა.  

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა TRT Haber-თან ინტერვიუს დროს სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან თოვუზის რაიონში განხორციელებული თავდასხმაც შეაფასა და აღნიშნა, რომ სომხეთს ამით ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, სხვა თემაზე გადატანა სურს. მან ისიც დასძინა, რომ ერევანი ამით ვერანაირ მიზანს ვერ მიაღწევს. ჩავუშოღლუმ ბოლოს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც თურქეთის რესპუბლიკა, ასევე თურქი ხალხი აზერბაიჯანის გვერდით დგას და ასე გააგრძელებს მომავალშიც.



მსგავსი ინფორმაციები