თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში  კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 1298 ადამიანი გამოჯანმრთელდა

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  194  515  პაციენტი   გამოჯანმრთელდა

1453716
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში  კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 1298 ადამიანი გამოჯანმრთელდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 5363-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 45 232 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1012 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 19 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 212 993-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  194 515  პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1298 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #კორონავირუსი

მსგავსი ინფორმაციები