ჩავუშოღლუ ბორის ჯონსონს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ ინგლისში ვიზიტის ფარგლებში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

1451730
ჩავუშოღლუ ბორის ჯონსონს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ ინგლისში ვიზიტის ფარგლებში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, მოინახულა, რომელიც ახალი ტიპის კორონოვირუსზე (კოვიდ-19) მკურნალობს.

შეხვედრების დასრულების შემდეგ ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: "(ჯონსონი) ძალიან კარგად და ჯანმრთელად გამოიყურება. ჩვენ კიდევ ერთხელ გადავეცით პრეზიდენტის თურქეთში მოწვევა და მივულოცეთ ბავშვის დაბადება.“.

ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ინგლისში ვიზიტის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თურქეთის ჯგუფის თავმჯდომარეს ჯეფრი დონალდსონს, შემდეგ კი კოლეგას დომინიკ რააბს შეხვდა.

მინისტრის თქმით, შეხვედრებზე განიხილეს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის, ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის,  თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების, ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები და ის თუ ბრექსიტის შემდეგ რომელ სფეროებში შეიძლება ურთიერთობები განვითარდეს.

ჩავუშოღლუს განცხადებით, მათ ასევე შეაფასეს სამედიცინო ტურიზმის, თავდაცვის მრეწველობაში თანამშრომლობის საკითხები და დაამატა: „მეორეს მხრივ, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ერთად განგვეხილა ლიბიის, სირიის, რეგიონალური სხვა საკითხები და ნატო-ს თემა.“

ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტის და ლიბიის ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით  გაერთიანებულ სამეფოსა და  თურქეთს შორის აზრთა სხვადასხვაობა არ არის.



მსგავსი ინფორმაციები