იბრაჰიმ ქალინმა დღის წესრიგთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა

იბრაჰიმ ქალინმა დღის წესრიგთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა

1451410
იბრაჰიმ ქალინმა დღის წესრიგთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა, განაცხადა, რომ თურქეთი, ლიბიის ლეგიტიმური მთავრობისადმი მხარდაჭერას სამომავლოდაც გააგრძელებს. იბრაჰიმ ქალინმა საინფორმაციო სააგენტოს, „ანადოლუ“-სთან (AA) ინტერვიუს დროს დღის წესრიგთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. „თურქეთსა და ლიბიას შორის სამხედრო და უსაფრთხოების მემორანდუმია გაფორმებული. ამ მემორანდუმის ფარგლებში გაერო-ს მიერ აღიარებული ლეგიტიმური მთავრობის მიმართ მხარდაჭერას სამომავლოდაც გავაგრძელებთ. ჩვენი პრეზიდენტი ლიბიის საკითხში რომ არ ჩარეულიყო, შესაძლოა უფრო მეტი ადამიანი დაღუპულიყო და ლიბია დანაწევრებამდის მისულიყო. ფაიზ ალ-სარაჯის, მთავრობა ცდილობდა საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ხაფთარმა ქალაქები სურთი და ელ-ჯუფრა უნდა დატოვოს“, - განაცხადა იბრაჰიმ ქალინმა. მან ბოლოს, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ  თურქეთის გვერდით ავლით რეგიონში ენერგო რუქის და სტაბილურობის შექმნა შეუძლებელია.



მსგავსი ინფორმაციები