მევლუთ ჩავუშოღლუმ ჯოზეფ ბორელი მიიღო

მევლუთ ჩავუშოღლუმ ჯოზეფ ბორელი მიიღო

1450035
მევლუთ ჩავუშოღლუმ ჯოზეფ ბორელი მიიღო

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევა თუ ევროკავშირი თურქეთის წინააღმდეგ დამატებით ზომებს მიიღებს, ანკარა აუცილებლად გასცემს შესაბამის პასუხს. ჩავუშოღლუმ ამის შესახებ, ანკარაში,  საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელისთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. „თუ ჩვენ ტექნიკურ და პოლიტიკურ საკითხებს კარგად განვასხვავებთ, შეიძლება ითქვას, რომ მრავალი პრობლემის მოგვარება შესაძლებელი გახდება. ევროკავშირს შეიძლება არ სიამოვნებდეს, მაგრამ,  ვიზალიბერალიზაციის საკითხი მათ მიერ მოცემული სიტყვაა. იმ შემთხვევაში თუ ბრიუსელი ჩვენს  მიმართ დამატებით ზომებს მიიღებს, აუცილებლად შესაბამისად ვუპასუხებთ“, განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ერთობლივი პრესკონფერენციის დროა ჯოზეფ ბორელიმ განაცხადა: „ჩვენ, თურქეთთან უფრო მეტი თანამშრომლობა გვჭირდება. ჩვენი ურთიერთობა თურქეთთან, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით   ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ“.  



მსგავსი ინფორმაციები