მენდერესში 42 მიგრანტი დააკავეს
ისინი საბერძნეთში არალეგალურად გადასვლისათვის ემზადებოდნენ

იზმირის ოლქის მენდერესის რაიონში 42 თავშესაფრის მაძიებელი დააკავეს, რომლებიც არალეგალური გზებით ცდილობდნენ საზღვარგარეთ წასვლას. საოლქო ჟანდარმერიის სარდლობის ეკიპაჟებმა შეტყობინება მიიღეს , რომ უცხოელი თავშესაფრის მაძიებლები, მენდერესის მახლობლად, კონკრეტულად კი მაიდანოზის ყურეში, მათ ხელთ არსებული გასაბერი ნავით საბერძნეთში არალეგალურად გადასვლისათვის ემზადებოდნენ. რეგიონში მისულმა ეკიპაჟებმა 42 მიგრანტი დააკავეს, რომელთა შორის 36 კონგოს, 4 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის და ორიც ავღანეთის მოქალაქე აღმოჩნდნენ. ეკიპაჟებმა კონფისკაცია გაუკეთეს ერთ გასაბერ ძრავიან ნავსაც, რომლითაც დაკავებულები საბერძნეთში გადასვლას აპირებდნენ. თავშესაფრის მაძიებლები, საქმის წარმოების დასრულების შემდეგ, მიგრაციის მართვის პროვინციულ ცენტრში გადააგზავნეს.
მსგავსი ინფორმაციები

პრეზიდენტი ერდოღანი ქაჰრამანმარაშში იფთრის პროგრამას დაესწრო
პრეზიდენტი ერდოღანი ქაჰრამანმარაშში იფთრის პროგრამას დაესწრო