თურქეთის სანაპირო დაცვამ, კვლავ შესძლო მიგრანტების გადარჩენა

ამჯერად კიდევ 64 არალეგალი გადაარჩინეს დახრჩობას

1445997
თურქეთის სანაპირო დაცვამ, კვლავ შესძლო მიგრანტების გადარჩენა

64 თავშესაფრის მაძიებელი, რომლებსაც საბერძნეთის სანაპირო დაცვამ  აიძულათ ეგეოსის ზღვაში თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, კონკრეტულად კი ბალიქესირის ოლქის აივალიკის და იზმირის დიქილის რაიონში გადასვლა, თურქეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა გამოიხსნეს. თურქეთის სანაპირო დაცვის სარდლობამ, მიღებული შეტყობინების საფუძველზე თავისი ეკიპაჟები გააგზავნა შემთხვევის ადგილს და საბერძნეთის სანაპირო დაცვის მხრიდან თურქეთის ღია წყლებში დევნილი მიგრანტები უეჭველ სიკვდილს გადაარჩინეს, რადგან აივალიკის ღია წყლებში უკვე ჩაძირვის პირას მყოფ გასაბერ ნავზე მყოფი 40 არალეგალი, ხოლო კიდევ 24 მიგრანტი კი დიქილის წყლებში გადაარჩინეს. მიღებული ინფორმაციებით, თურქმა ეკიპაჟებმა მიგრანტები რეგიონის საიმიგრაციო ბანაკში გადაიყვანეს



მსგავსი ინფორმაციები