თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 17  ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში  კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 1984 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1444631
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 17  ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 5082-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 45 213 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1372 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 17 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 195 883-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  169 182  პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1984 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები