თუნჯელიში სამი ტერორისტი გაანეიტრალეს

თუნჯელიში სამი ტერორისტი გაანეიტრალეს

1443707
თუნჯელიში სამი ტერორისტი გაანეიტრალეს

თუნჯელის ოვაჯიქის რაიონის პერიფერიაში 3 ტერორისტის განეიტრალება მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთებული განცხადების თანახმად, ოვაჯიქის რაიონის პერიფერიაში პროვინციის ჟანდარმერიის სარდლობის სპეცდანიშნულების ძალებმა შეტაკების დროს ერთი, საჰაერო ძალების მონაწილეობით ჩატარებული ოპერაციის დროს კი ორი, შეიარაღებული ტერორისტი გაანეიტრალეს.

ამ ტერორისტებს შორის ერთი, ტერორის ბრალდებით ნაცრისფერი სიით ძებნილი ოსმან იშლეიენია კოდური სახელით „არგეში“, რომელზეც 500 ათას ლირამდე ჯილდო იყო დაწესებული.

რეგიონში ოპერაციები გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები