ჩავუშოღლუმ წერილი გაუგზავნა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს

მან თელ-ავივისგან დასავლეთის სანაპიროს ანექსიის გეგმის შეჩერება მოითხოვა

1442917
ჩავუშოღლუმ წერილი გაუგზავნა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ, წერილობითი განცხადება გაუგზავნა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომას, რომელზედაც ისრაელ-პალესტინის საკითხს და ოკუპირებული დასავლეთის სანაპიროზე ისრაელის ანექსიის გეგმას განიხილავდნენ და ისრაელს მოუწოდა,   დასავლეთ სანაპიროზე ანექსიის გეგმა შეაჩეროს. მისივე აზრით, სწორედ ისრაელის მიერ ოკუპირებული არალეგალური დასახლებები არღვევს საერთაშორისო სამართალს საჯაროდ, და რომ ეს არის ერთ–ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება სამართლიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობისა, ხოლო პალესტინის წინააღმდეგ მიმართული "არაადამიანური" ბლოკადა, ძირს უთხრის და აზიანებს პალესტინელების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. “ისრაელმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გააფართოვა თავისი უკანონო დასახლებები ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე. საერთაშორისო საზოგადოებამ ყველანაირი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს და შეუშალოს ისრაელის მიერ  ამ უკანონო დასახლებების კიდევ უფრო გაფართოებას“, აღნიშნა ჩავუშოღლუმ და დაამატა, რომ ანკარა როგორც ყოველთვის გააგრძელებს პალესტინელებისადმი ყოველგვარი დახმარებების გაწევას, რათა პრობლემა ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ფორმატში გადაწყდეს



მსგავსი ინფორმაციები