მუსტაფა შენთოფი ემანუელ მაკრონს აკრიტიკებს

მუსტაფა შენთოფი ემანუელ მაკრონს აკრიტიკებს

1442270
მუსტაფა შენთოფი ემანუელ მაკრონს აკრიტიკებს

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარე მუსტაფა შენთოფი, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მოუწოდებს თურქეთის პოზიცია კარგად გაითავისოს და იმის მიხედვით მოიქცეს. შენთოფმა, საფრანგეთის პრეზიდენტს  ლიბიასა  და ხმელთაშუაზღვისპირეთში მიმდინარე მოვლენების გამო თურქეთის საწინააღმდეგო განცხადებებს სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული განცხადებით უპასუხა. „მაკრონის მხრიდან გარკვეული პერიოდებით თურქეთის მიმართ კრიტიკული გამოსვლები, იმაზე მიუთითებს, რომ მას ჯერ კიდევ არ აქვს გათვიცნობიერებული ახალი მსოფლიოს წყობა და ჯერ კიდევ ‘კოლონიალიზმის ნოსტალგიით’  მოქმედებს. ეს ყველაფერი კი თურქეთ-საფრანგეთის საფუძვლიან ურთიერთობებს სერიოზულ ზიანს აყენებს.  ყველამ კარგად იცის, რომ თურქეთი, ლიბიაში საერთაშორისო სამართლის და რეგიონალური მშვიდობის საბაბით იმყოფება“, ნათქვამია მუსტაფა შენთოფის განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები