თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში  კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 1412 ადამიანი გამოჯანმრთელდა

გასული  დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ის  1192  ახალი შემთხვევა გამოვლინდა

1440348
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში  კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 1412 ადამიანი გამოჯანმრთელდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 4950-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 40 496 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1192 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 23 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 187 685-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  160 240  პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1412 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები