შირნაქში, წითელი ბიულეტენით ძებნილი ტერორისტი დააკავეს

მას ბრალი ედება ორი კაცის მკვლელობაში

1439231
შირნაქში, წითელი ბიულეტენით ძებნილი ტერორისტი დააკავეს

სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში მდებარე შირნაქის ოლქის სილოპის რაიონში, საერთაშორისო პოლიციური ორგანიზაცია INTERPOL/ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი ქურთული სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს წევრი საბრი დალი, პოლიციისა და ეროვნული სადაზვერვო სამსახურის (MIT) მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერაციით დააკავეს. ძებნაში მყოფი ეს ტერორისტი, რომელიც საზღვარგარეთ გაქცევისთვის ემზადებოდა, დაჭერილ იქნა გუშინ საღამოს, ადგილობრივი დროით 23,35 საათზე განხორციელებული სპეცოპერაციით. მას ბრალად ედება 1 პოლიციელისა და 1 სამოქალაქო პირის მკვლელობა, სახელმწიფოსა და ქვეყნის მთლიანობის დარღვევა, შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, ოფიციალურ დოკუმენტში თაღლითობის დანაშაული, მიზანმიმართული მკვლელობა და იგი შვიდი წელია რაც წითელი ბიულეტენით იძებნებოდა



მსგავსი ინფორმაციები