სიირტში ძებნილი ტერორისტები იქნენ ლიკვიდირებული

განეიტრალებულ 4 სეპარატისტზე ფულადი ჯილდოებიც იყო გამოხადებული

1436823
სიირტში ძებნილი ტერორისტები იქნენ ლიკვიდირებული

სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის სიირტის ოლქში წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ლიკვიდირებულ იქნა ქურთული სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას წევრი 7 ტერორისტი, რომლებთაგანაც 2 ნარინჯისფერი, 2 კი ნაცრისფერი კატეგორიით იძებნებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, შაბათ-კვირას ქვეყნის შიდა უსაფრთხოებისადმი მიმართული ოპერაციების ფარგლებში, 5 ტერორისტის განეიტრალება მოხდა სიირტის ოლქის ერუჰის რაიონში, ხოლო ორის კი ამავე ოლქის ფარაშინის რეგიონში, ე,ი, მთლიანობაში 7 სეპარატისტი იქნა ლიკვიდირებული. განცხადებაში ასევე ნათქვამია: ლიკვიდირებული ტერორისტების იდენტიფიცირების შედეგად დადგინდა, რომ  ერუჰში მოკლული ერთ–ერთი ტერორისტი ნარინჯისფერი კატეგორიით იძებნებოდა და მასზე 1 მილიონი ლირა ჯილდო იყო გამოცხადებული, 2 ტერორისტი კი ნაცრისფერ სიაში და მათზე 500.000 ლირის ოდენობის ჯილდო იყო გამოცხადებული, ხოლო ფარაშინის რეგიონში ნეიტრალიზებული ერთი ტერორისტი ნარინჯისფერი კატეგორიით იძებნებოდა და მასზეც 1 მილიონი ლირა ჯილდო იყო გამოცხადებული. ამავე განცხადების მიხედვით, რეგიონში ოპერაციები უწყვეტლივ გრძელდება



მსგავსი ინფორმაციები