ომერ ჩელიქმა საბერძნეთი გააკრიტიკა

ომერ ჩელიქმა საბერძნეთი გააკრიტიკა

1436682
ომერ ჩელიქმა საბერძნეთი გააკრიტიკა

სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP)  პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა განაცხადა, რომ ბერძენმა ოფიციალურმა სამთავრობო პირებმა თურქეთის მსგავსი დიდი ქვეყნის მიმართ საუბარი უნდა ისწავლონ.

ომერ ჩელიქმა ამის შესახებ გუშინ, პარტიის ცენტრალური კომიტეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ  პრესკონფერენციის დროს განაცხად. მან, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საბერძნეთის და კვიპროსის ბერძნული მხარის დამოკიდებულება გააკრიტიკა და აღნიშნა: „მაშინ, როდესაც  ჩვენ აშკარად ვაჩვენებთ ეგეოსსა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში მშვიდობის საგარანტიო გეგმა,  საბერძნეთის ან კვიპროსის ბერძნული მხარის მუდმივ დივერსიულობას ბავშვურ დაავადებად მივიჩნევთ. საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა  ან კიდევ სხვა სამთავრობო წარმომადგენლებმა თურქეთის შესახებ უფრო გონივრული საუბარი უნდა ისწავლონ. მას შემდეგ, ჩვენ რომ მათ ადეკვატურად ვუპასუხოთ, რეგიონში სიტუაცია დაიძაბება“.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ თურქეთთან ომისთვის მზად არიან და ამის გამო შესაბამის წვრთნებსაც გადიან.  


საკვანძო სიტყვები: #კრიტიკა , #საბერძნეთი , #ომერ ჩელიქი

მსგავსი ინფორმაციები