ბინგოლში რყევები გრძელდება

დაიღუპა 1, დაშავდა 21 კაცი

1436192
ბინგოლში რყევები გრძელდება
bingöl deprem.jpg

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტიდან (AFAD) გავრცელებული ინფორმაციებით,  ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ბინგოლის პროვინციის კარლიოვას რაიონში წუხელ მომხდარი 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად რამდენიმე სახლი და ნაგებობა დაინგრა, ერთი ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს და მათგან 3 უკვე გაეწერა, ხოლო დანარჩენების მკურნალობა გრძელდება. პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა ჯერ დაღუპულის ოჯახის წევრებს და სამძიმარი გამოუცხადათ, ხოლო შემდეგ დაშავებულებს ესაუბრა და მალე გამოჯანმრთელება უსურვათ. დღეს დილით ადრე მიწისძვრის რეგიონს ეწვივნენ ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაი, შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ, გარემოსა და ურბანიზაციის მინისტრი მურატ ქურუმი და ადგილზე გაეცნენ რა ვითარებას, ჰუმანიტარულმა საზოგადოება “კიზილაიმ“ კი, ადგილობრივ მოსახლეობას კარვები, ადიალები, საწოლები და სხვა პირველადი მოთხოვნილების საქონელი და პროდუქტი დაურიგა.  რეგიონიდან მიღებული ინფორმაციებით, ძლიერი ბიძგები გრძელდება და იგი მეზობელ პროვინციებშიც იგრძნობა



მსგავსი ინფორმაციები