ქალინი ბერლინს სტუმრობს
“ლიბიაში გამოსავალი უნდა იყოს არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური“

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა თქვა, რომ ლიბიაში გამოსავალი უნდა იყოს არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური. გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ვიზიტად მყოფმა იბრაჰიმ ქალინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბერლინში ადრეც ჩატარდა კონფერენცია გაეროს ფარგლებში, მაგრამ მასზედ მიღებული შეთანხმებები, მეამბოხე გენერალმა ხაფთერმა არ შეასრულა, არ სცნო ლიბიის პოლიტიკური ხელშეკრულება, რომელიც ცნობილია როგორც "სურეიჰატის ხელშეკრულება" და ცალმხრივად თავი ლიბიის ერთადერთ ლეგიტიმურ მმართველად გამოაცხადა, როცა გაერო მხოლოდ ეროვნული თანხმობის მთავრობას სცნობს ლეგიტიმურად. მისივე თქმით ხაფტერის ძალები აგრძელებენ თავდასხმებს როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ობიექტებზეც. “ცნობილია, რომ ბოლო ხანებში ლეგიტიმურმა მთავრობამ დიდი დარტყმები მიაყენა გენერლის ძალებს, რამდენიმე მნიშვნელოვანი დასახლებაც წაართვა, მაგრამ, ამ ქვეყანაში საბოლოო გამოსავალი უნდა იყოს არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური“, განაცხადა ქალინმა და დაამატა, რომ ანკარა მხარს დაუჭერს პოლიტიკური გზით საკითხის მოგვარებისათვის გადადგმულ ყველანაირ ნაბიჯებს