თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ის 987 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით 17 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 4763-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ით გაავრცელა.
„ბოლო 24 საათში 49 190 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 987 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 17 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 174 023-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 147 860 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1021 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი ინფორმაციები

ერდოღანი: „თურქეთი „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის მართვადი რაკეტების მფლობელი იშვიათი ქვეყანაა“
ერდოღანი: „თურქეთი „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის მართვადი რაკეტების მფლობელი იშვიათი ქვეყანაა“

ჩავუშოღლუმ, რუსეთის მხრიდან თურქეთის მიმართულებით ფრენების დროებით შეჩერება შეაფასა
ჩავუშოღლუმ, რუსეთის მხრიდან თურქეთის მიმართულებით ფრენების დროებით შეჩერება შეაფასა