პრეზიდენტმა ტრტ-ს ეთერით აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა

პრეზიდენტმა ერდოღანმა ტრტ-ს ეთერით აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა

1431971
პრეზიდენტმა ტრტ-ს ეთერით აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ეთერით აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.

ახალი ტიპის კორონავირუსთან კოვიდ-19-თან თურქეთის ბრძოლაზე ისაუბრა და აღნიშნა: „ამ უბედურებამ, მართლაც არა მხოლოდ თურქეთზე, არამედ მთელს მსოფლიოზე მოახდინა გავლენა. მსოფლიოს ქვეყნებს შორის ზიანი მოიტანა. ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთის, რუსეთის თაოსნობით სერიოზული ზიანი განიცადეს. აშშ-ში 45 მილიონ უმუშევარ ადამიანზე საუბრობენ. თურქეთში, მადლობა ღმერთს, პირველ კვარტალში ნომერი პირველი ვართ. ეკონომიკურ ზრდაში 4,5%-ის მსგავს ციფრს მივაღწიეთ. არ შევწყვიტეთ ტერორიზმთან ბრძოლა, ისევ ვაგრძელებთ. ჯანდაცვაში კი 102 ქვეყანას სამედიცინო მასალები გავუგზავნეთ.“

პრეზიდენტის თქმით, ადგილობრივი სასუნთქი აპარატების წარმოების დაწყებასთან ერთად დაიწყო შეკვეთების მიღება და ასევე მიმდინარეობს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინისა და მედიკამეტების შექმნის სამუშაოები.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამედიცინო ტურიზმში ჩატარებული სამუშაოებით სეზონურ ტურიზმში ეპიდემიით გამოწვეული დეფიციტი აღმოიფხვრება.

 ერდოღანმა აღნიშნა, რომ აშშ-თურქეთს შორის შესაძლოა ახალი პროცესი დაიწყოს.

იგი საღამოს ტრამპთან გამართულ სატელეფონო საუბრის დეტალებს შეეხო და განაცხადა: „(აშშ-ში გაქცეული) ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის  (FETÖ) წევრების სახელები გადავეცით. მანაც აღნიშნა ,თვენს გამოგზავნილ ინფორმაციებს გავეცნობი, სათანადო სამუშაოებს ჩავატარებთ,“

მისივე თქმით, საუბრის თემის მნიშვნელოვანი საკითხი ლიბია იყო და დასძინა: „თურქეთი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ აღიარებული (ლიბიის პრემიერი ფაიზ) სერაჯის მხარდამჭერია. მის საპირისპირო მხარეს მეამბოხე ხაფთარია. ვინც ხაფთარს მხარს დაუჭერს, იმასაც ვუპირსპირდებით. ამ დროისთვის ბევრი ტერიტორია დაბრუნებულია. ამან ხაფთარი გააგიჟა. ისინი გარბიან, სერაჯი და მისი ჯგუფები უკან მისდევენ. ახლა სირტის ასაღებად მიმდინარეობს მუშაობა. მიზანია სირტის გარშემო ტერიტორიის აღებით სირტიზე კონტროლსი დამყარება. ეს არ მოსწონს რუსეთს. ხაფთარს ამის დარდი არ აქვს, მთელი ძალა რუსეთიდან მოდის.“

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა: „საუბრის შემდეგ აშშ-თურქეთს შორის პროცესთან დაკავშირებით შესაძლოა ახალი პერიოდი დაიწყოს, შეთანხმებები გვაქვს.“

პრეზიდენტის თქმით, ლიბიაში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის სახელმწიფოს მეთაურ ვლადიმერ პუტინთანაც განიხილავს.

ამერიკის მინესოტას შტატში 25 მაისს პოლიციის ძალადობით გარდაცვლილ ჯორჯ ფლოიდთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ერდორანმა დასძინა: ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა რასისტული მიდგომის გამოვლინებაა. ეს არ არის ისეთი სიტუაცია, რომელსაც რომელიმე კეთილსინდისიერი ადამიანი მიიღებს.“

ერდოღანმა აშშ-ში ანტირასისტულ დემონსტრაციებზე ძალადობის ჩამდენ ANTIFA-ს საკითხზე კი აღნიშნა: „სეპარატსიტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG-ს, ANTIFA-ს სახეწოდების ტერორისტულ ორგანიზაციასთან აშშ-ში შეხვედრა მნიშვნელოვანია და ეს ბატონ ტრამპს ვუთხარი.“

მან ბოლო დღეებში საბერძნეთიდან აიასოფიას შესახებ გაკეთებულ განცხადებას მწვავედ უპასუხა და აღნიშნა: „ამბობენ აიასოფია მეჩეთად არ გადააკეთოთ, თურქეთს თქვენ მართავთ თუ ჩვენ? ცოტა საკუთარ თავს მიხედე. თუ ზღვარს ვერ მიხვდები, თურქეთი რასც გააკეთებს ნათელია.“



მსგავსი ინფორმაციები