THY 10 ივნისს ლოს-ანჯელესში სპეცრეისს განახორციელებს

აქედან ევაკუაცია გაუკეთდება ქალაქში დარჩენილ თურქ მოქალაქეებს

1430578
THY 10 ივნისს ლოს-ანჯელესში სპეცრეისს განახორციელებს

თურქეთის ავიახაზები (THY), ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის გამო, აშშ-ში დარჩენილი თურქეთის მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით, სპეციალურ რეისს განახორციელებს აშშ-ის ქალაქ ლოს–ანჯელესში. თურქეთის ვაშინგტონის საელჩოს განცხადებით, ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტიდან 10 ივნისს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, სპეციალური რეისი განხორციელდება და სტამბოლში ჩამოყვანილ იქნებიან იქ დარჩენილი თურქი მოქალაქეები. განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ, რომლებსაც ფრენის დროს Kovid-19-ის ნიშნები აღმოაჩნდებათ, ან, რომელთაც ადრე  Kovid-19 დიაგნოზი აქვთ დასმული, თვითმფრინავზე არ დაიშვებიან. ფრენები აშშ–სა და თურქეთს შორის კორონავირუსის გამო 28 მარტს შეწყდა



მსგავსი ინფორმაციები