თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით 21 ადამიანი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 1922 ადამიანი გამოჯანმრთელდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 4669-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ით გაავრცელა.
„ბოლო 24 საათში 35 846 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 878 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 21 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 169 218-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 135 322 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1922 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი ინფორმაციები

ერდოღანი: „თურქეთი „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის მართვადი რაკეტების მფლობელი იშვიათი ქვეყანაა“
ერდოღანი: „თურქეთი „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის მართვადი რაკეტების მფლობელი იშვიათი ქვეყანაა“

ჩავუშოღლუმ, რუსეთის მხრიდან თურქეთის მიმართულებით ფრენების დროებით შეჩერება შეაფასა
ჩავუშოღლუმ, რუსეთის მხრიდან თურქეთის მიმართულებით ფრენების დროებით შეჩერება შეაფასა