ანკარა ქველმოქმედებას აგრძელებს

ამჯერად ნიგერიას გაეგზავნა სამედიცინო დახმარება

1429200
ანკარა ქველმოქმედებას აგრძელებს

თურქეთი, ახალი ტიპის კორონავირუსის,  კოვიდ-19 ეპიდემიით დაზარალებული ქვეყნებისადმი სამედიცინო დახმარებას აგრძელებს. პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანის მითითებით, თურქეთმა, კოვიდ-19 წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ნიგერიის სახელმწიფოს სამედიცინო დახმარება გაუგზავნა, რომელშიც ნიღბები, ხელთათმანები, დამცავი ტანსაცმელები, სადეზინფექციო მასალები და სამედიცინო სათვალეები შედის. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული მასალები, ანკარის ეთიმესკუთის სამხედრო აეროპორტში დატვირთული იქნა თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილ A 400M ტიპის გიგანტურ სატრანსპორტო თვითმფრინავზე. პრეზიდენტის ლოგოს გარდა, დახმარების ყუთებზე მე-12 საუკუნის ცნობილი თურქი პოეტისა და მოაზროვნის, მევლანას, იგივე ჯელალეტტინ რუმის ეს სიტყვებია დაწერილი "ყოველი უიმედობის უკან, მრავალი იმედი დგას, ყოველი სიბნელის უკან, მრავალი შუქი ჩანს."



მსგავსი ინფორმაციები