თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 1021 ადამიანი გამოჯანმრთელდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით 26 ადამიანი გარდაიცვალა
1426461

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 4515-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ით გაავრცელა.
„ბოლო 24 საათში 39 230 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 983 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 26 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 163 103-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 126 984 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1021 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.