ანტიტერორისტული ოპერაციები უწყვეტლივ გრძელდება

ლიკვიდირებულია კიდევ 6 სეპარატისტი

1426483
ანტიტერორისტული ოპერაციები უწყვეტლივ გრძელდება

ჩრდილოეთ ერაყში თავშეფარებული ქურთული სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის, PKK-ს 3 შეიარაღებული წევრის განეიტრალება მოხდა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ტვიტტერით გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, მათმა გამანადგურებლებმა წუხელ, მორიგი საჰაერო ოპერაცია ჩაატარეს ჩრდილოეთ ერაყის ზაპისა და ჰაფთანინის რეგიონებში. "ჩვენი საჰაერო და სახმელეთო ოპერაციები ტერორისტული ორგანიზაციის, პკკ-ას წინააღმდეგ მტკიცედ და უწყვეტად გრძელდება. წუხელ, ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ზაპისა და ჰაფთანინის მაღალმთიანეთში დაფიქსირებული ქურთი ტერორისტების წინააღმდეგ საჰაერო რეიდი განახორციელეს ჩვენმა გამანადგურებლებმა და 3 სეპარატისტის ლიკვიდაცია მოახდინეს“, აღნიშნულია ამ განცხადებაში, რომელსაც თან დართული აქვს ოპერაციის ამსახველი ფოტოსურათები. ამავე განცხადებით, ოპერაციები წარმატებით გრძელდება ქვეყნის შიგნითაც და მის ფარგლებში, ბითლისის ოლქის შეჰი ორმანლარის რეგიონში ლიკვიდირებულ იქნა კიდევ 3 ტერორისტი



მსგავსი ინფორმაციები