თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 26 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში  კიდევ  1021  ადამიანი გამოჯანმრთელდა

1426332
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 26 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 4515-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 39 230 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 983 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 26 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 163 103-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  126 984 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1021 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #კოვიდ-19

მსგავსი ინფორმაციები